პარლამენტი 11 დეკემბერს შეიკრიბება

ერთპარტიული თუ მრავალპარტიული შემადგენლობით დაიწყებს მომავალი საკანონმდებლო ორგანო მუშაობას – კომპრომისული შეთანხმების მისაღწევად, პოლიტიკურ სპექტრს სამი დღე რჩება. მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა პარასკევს არის დანიშნული. მას პრეზიდენტი გახსნის.

პროცედურების მიხედვით, დაგეგმილია სპიკერის, ვიცე-სპიკერებისა და კომიტეტების თავმჯდომარეების არჩევა. ცნობილია, რომ მმართველი პარტია პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე კვლავ არჩილ თალაკვაძის კანდიდატურის წარდგენას აპირებს.