პარლამენტების არჩევნები გერმანიაში

12:24, 20.09.2026

გერმანიაში – ბერლინსა და მეკლენბურგ-წინა პომერანიაში პარლამენტების არჩევნები იმართება. გამოცემა „როიტერი“ არჩევნებამდე ჩატარებულ ბოლო კვლევის შედეგებს აქვეყნებს. კვლევის თანახმად, გერმანიის დედაქალაქ ბერლინში ხმების 22 პროცენტს „მემარცხენეთა პარტია“ აიღებს, კანცლერ ფრიდრიხ მერცის „ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირს“ კი ხმების 20 პროცენტს უწინასწარმეტყველებენ. გამოცემის ცნობით, მესამე ადგილს ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ – 18 პროცენტით დაიკავებს. მას მოჰყვება „მწვანეები“ 15 პროცენტით და სოციალ-დემოკრატები 12 პროცენტით. კვლევის მიხედვით, სხვა პარტიები 5-%-იან ბარიერს ვერ ლახავენ. ცნობისთვის, წინა, საქსონია-ანჰალტის მიწის პარლამენტის არჩევნები 6 სექტემბერს გაიმართა. მასში ულტრამემარჯვენე პარტიამ, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ – 43,8 პროცენტით გაიმარჯვა. მერცის ქრისტიან დემოკრატიულმა კავშირმა კი 17, 2მეათედი პროცენტი მიიღო.

მსგავსი