პარლამენტარიზმის 100 წელი - საიუბილეო ღონისძიებები

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების პირველი სხდომის 100 წლის იუბილე აღინიშნება.

დამფუძნებელი კრების წევრების სულის მოსახსენიებელი პარაკლისი ქაშუეთის ეკლესიაში გადაიხადეს. პარაკლისი მეუფე შიომ ჩაატარა. ეკლესიაში საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად იმყოფებოდნენ დამფუძნებელი კრების წევრების შთამომავლებიც. მათ საკუთარი წინაპრების ღვაწლზე ილაპარაკეს.

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ღონისძიებები სხვადასხვა ლოკაციაზეა დაგეგმილი, მათ შორის მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლესა და შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში. სასახლეში თემატური ფოტო გამოფენებია წარმოდგენილი.