თბილისში, აბაშვილის 3 ნომერში, ე.წ. სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე პარკის მოწყობა მიმდინარეობს. ტერიტორიაზე საფეხმავლო და ველობილიკების, სპორტული მოედნების, საბავშვო სივრცეების, ცხოველთა სასეირნო სივრცისა და დასასვენებელი პავილიონები განთავსდება. პროექტში ასევე გათვალისწინებულია გარე განათების, სარწყავი და ვიდეომეთვალყურეობის სისტემების მოწყობა. სამუშაოებისთვის 20 მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული და დასრულდება ორ წელში.