პარკის მოწყობის სამუშაოები

თბილისში, აბაშვილის 3 ნომერში, ე.წ. სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე პარკის მოწყობა მიმდინარეობს.

ტერიტორიაზე საფეხმავლო და ველობილიკების, სპორტული მოედნების, საბავშვო სივრცეების, ცხოველთა სასეირნო სივრცის და დასასვენებელი პავილიონები განთავსდება. პროექტში ასევე გათვალისწინებულია გარე განათების, სარწყავი და ვიდეომეთვალყურეობის სისტემების მოწყობა. სამუშაოებისთვის 20 მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული. პროექტის დასრულება ორ წელშია დაგეგმილი.