პარკის გახსნა ოზურგეთში

ოზურგეთში, წვერმაღას მონაკვეთში, ახალი დასასვენებელი პარკი გაიხსნა.

პარკი ურეკსა და იზურგეთს შორის მდებარეობს. აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებულ ბაღში გაფართოვდა პატარა ტბა, გარშემო დაირგო ტირიფები, ბამბუკები და სხვა ხე-მცენარეები. პარკი ორ იარუსიანია. მეორე იარუსზე დაახლოებით 50 მეტრ სიმაღლეზე, ასასვლელი კიბეები გაკეთდა, საიდანაც დამსვენებელს ზღვის პეიზაჟის დანახვა შეეძლება. პარკის მეორე დონეზე ახალი მანდარინების ბაღი გაშენდა. მოეწყო დასასვენებელი სახლიც.

პარკი ყოველ დღე, დილის 10:00-დან 19:00 საათამდე, ნებისმიერი მნახველისთვის ღია იქნება.

კეთილმოწყობის სამუშაოები ბიძინა ივანიშვილმა დააფინანსა.