პარკირების ახალი სისტემა

ვაჟა-ფშაველას, ყაზბეგის გამზირზე და ასევე ქავთარაძის ქუჩაზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა პირველი მაისიდან ამოქმედდება. ამის შესახებ კახა კალაძემ განცხადება თბილისის მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

ზონალურ-საათობრივი პარკირება გარკვეული პირებისთვის უფასო იქნება, რის გამოც მათ რეგისტრაცია უნდა გაიარონ. თბილისის მერის განცხადებით, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ეტაპობრივად მთელი ქალაქის მასშტაბით დაინერგება.

დატოვე კომენტარი