პარკირების ახალი ოპერატორი

საქართველოში „სითი პარკმა“ საქმიანობა ოფიციალურად შეწყვიტა.

11-წლიანი მუშაობის შემდეგ თბილისში პარკირების ადმინისტრირება სატრანსპორტო კომპანიამ რამდენიმე ვალდებულებით გადაიბარა. დარღვევების შემთხვევაში დღეიდან დედაქალაქში ჯარიმებს უკვე კომპანიის თანამშრომლები გამოწერენ. 2007 წელს ხელმოწერილი ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის კანონიერებაზე კი სასამართლო იმსჯელებს.

„სითი პარკი“ თბილისის მთავრობიდან კომპენსაციის მიღების მოთხოვნას ძალაში ტოვებს.