პარკი „ციცინათელა“ განახლდა

18:53, 22.05.2025

სასიამოვნო სიახლე საბავშვო, საოჯახო და ექსტრემალური ატრაქციონების მოყვარულთათვის – შეკვეთილში მდებარე პარკი „ციცინათელა“ მომხმარებელს მალე, განახლებული სახით დაუბრუნდება.

Starring Georgia-ს ორგანიზებით, პარკში ფართომასშტაბიანი სამუშაოები მიმდინარეობს. სრულად იცვლება და იღებება ფასადები, რესტავრირდება ატრაქციონები, ახლდება კვების ობიექტები, ეწყობა ახალი სივრცეები, მიმდინარეობს დინოზავრთა პარკის აღდგენა და ირგვება ახალი მცენარეები. სამუშაოების დასრულების შემდეგ, პარკის სრულად იქნება აღჭურვილი თანამედროვე სტანდარტებით და რაც მთავარია, ადაპტირებული იქნება შშმ პირებზე. აღსანიშნავია, რომ პროექტის განხორციელებაში აქტიურად არის ჩართული ადგილობრივი მოსახლეობა და სამუშაო პროცესში პრიორიტეტი, ადგილობრივი პროდუქციის გამოყენებას ენიჭება. „ციცინათელას“ პარკის განახლების პარალელურად, აქტიურად მიმდინარეობს საფესტივალო ქალაქის მშენებლობაც, რომელსაც 30 ივნისს ლეგენდარული როკ-ბენდი, Guns N’ Roses ეწვევა.

მსგავსი