პარიზში ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 86-ე სესია მიმდინარეობს

15:25, 21.05.2018

პარიზში ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყოველწლიური 86-ე გენერალური სესია მიმდინარეობს.  სპეციალური მიწვევით, მას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დაესწრო.

მინისტრმა გენერალური სესიის ოფიციალური გახსნის ცერემონიალზე დელეგატებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა.

გენერალურ სესიას ესწრებოდნენ და სიტყვით გამოვიდნენ სხვადასხვა ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

მსგავსი