პარიზის წიგნის ფესტივალი

პარიზის წიგნის ფესტივალზე საქართველო საგანგებო სტუმრის სტატუსით წარდგა. „გრან პალეში“ საქართველოს ეროვნულ სტენდზე, მწერალთა სახლმა ორგანიზებული პროგრამა წარადგინა სლოგანით – „იმოგზაურე საქართველოში ალექსანდრე დიუმასთან ერთად“. ეროვნულ სტენდზე წარმოდგენილი იყო ფრანგულ ენაზე თარგმნილი 120-ზე მეტი გამოცემა; გაიმართა წიგნების პრეზენტაციები, კინოჩვენებები, მუსიკალური ღონისძიებები, საბავშვო შემეცნებითი ღონისძიებები, მოეწყო გამოფენები და შეხვედრები ავტორებთან და უცხოელ გამომცემლებთან, ასევე პანელური დისკუსიები, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ქართველმა ავტორებმა და 10-მდე გამომცემლობამ. დღეს კი პარიზის „სალ გავოს“ საკონცერტო დარბაზში ქართველი და ფრანგი მუსიკოსების მონაწილეობით გაიმართება დასკვნითი ღონისძიება – ქართული მუსიკის კონცერტი „ევროპული ტრადიციები ქართულ მუსიკაში“. ღონისძიებას საქართველოს კულტურის მინისტრი დაესწრება.