პარიზის წიგნის ფესტივალი დასრულდა. „პოეზია როგორც მუსიკის ინსპირაცია“ – ქართული პროგრამა ამ სახელწოდების კონცერტით დაიხურა. მასში ცნობილი ქართველი მუსიკოსები იანო ალიბეგაშვილი, კონსტანტინე ყიფიანი, ნატო მეტონიძე, ნიკა ნიკვაშვილი და ლელა მჭედლიძე მონაწილეობდნენ. შესრულდა ცნობილი უცხოელი და ქართველი კომპოზიტორების – მათ შორის ვერდის, პუჩინის, ყანჩელის და ლაღიძის ნაწარმოებები. პარიზის წიგნის ფესტივალი, რომელზეც საქართველო ეროვნული სტენდით იყო წარმოდგენილი, 10 აპრილს გაიხსნა.