პარიზის წიგნის ფესტივალი დღეს საზეიმოდ დაიხურება. მანამდე კი, მთელი დღის განმავლობაში ქართული დელეგაცია სტუმრებს საინტერესო პროგრამას სთავაზობს. დილიდან გაიმართა შეხვედრა ქართველ პოეტებთან – გიორგი ლობჟანიძესთან, პაატა ნაცვლიშვილთან, ელა გოჩიაშვილთან და ლია სტურუასთან. მათ საკუთარი ლექსები წაიკითხეს. ასევე მოეწყო რეჟისორ ნინო ხოფერიას ფილმის, „ცხოვრება კინო არ არის“ ჩვენება. ფესტივალს „მოამბის“ გადამღები ჯგუფი აშუქებს.
მარიკა შალიკაშვილი პარიზიდან.