პარიზის წიგნის ფესტივალი გრძელდება. სტუდია „ქართულმა ფილმმა“ ქართული დიაფილმებით შთაგონებული საბავშვო წიგნები წარადგინა. „გრან პალეში” მოწყობილ საბავშვო სოფელში, „ქართული ფილმის” დირექტორმა, ხათუნა ხუნდაძემ ფესტივალის პატარა სტუმრებს ქართული დიაფილმების ისტორია გააცნო. ილუსტრირებული ზღაპრები ფრანგულ ენაზე ითარგმნა. ღონისძიების ფარგლებში, პატარა მკითხველებს საჩუქრები გადაეცათ.