პარიზის წიგნის ფესტივალი გრძელდება. ქართული საგამომცემლო სახლების წარმომადგენლებმა დილიდან საქმიანი შეხვედრები გამართეს ფრანგ კოლეგებთან. მოეწყო რამდენიმე წიგნის პრეზენტაცია. ასევე მწერალმა გურამ ოდიშარიამ ფრანგ მკითხველს თავისი ახალი ნამუშევარი სახელწოდებით „დევნილთა უღელტეხილი“ წარუდგინა. ყველა წიგნი, ალბომი და გამოცემა, სპეციალურად ითარგმნა ფრანგულ ენაზე.
პარიზის წიგნის ბაზრობა უკვე 30 წელია ევროპის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ლიტერატურულ ღონისძიებად ითვლება. მასში 4000-ზე მეტი გამომცემლობა და 2 500-მდე ავტორი მონაწილეობს. საქართველო პირველად ფესტივალზე ეროვნული სტენდით გასულ წელს წარდგა. პარიზის წიგნის ბაზრობა ხვალ დაიხურება.
მარიკა შალიკაშვილი დეტალებით პარიზიდან.