პარიზის წიგნის ფესტივალი

პარიზის წიგნის ფესტივალზე საქართველო ეროვნული სტენდითაა წარმოდგენილი.

ფესტივალზე უჩვენეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით „იოანე ზოსიმე – დაბრუნება“. ქართული სტენდის ვიზუალური კონცეფცია 2025 წლის ლონდონის წიგნის ბაზრობის მსგავსად,  ქართველი მოღვაწის, იოანე ზოსიმეს ხელნაწერის მიხედვითაა მომზადებული. ფესტივალის მონაწილეებსა და სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, პარიზის „გრან პალეში“ ქართული ლიტერატურის ნიმუშებს გაეცნონ და თანამედროვე ავტორებს შეხვდნენ. ღონისძიება სამ დღეს გაგრძელდება.