პარიზის წიგნის ფესტივალზე საქართველო ეროვნული სტენდითაა წარმოდგენილი. ღონისძიებები სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ვიზუალური კონცეფცია, 2025 წლის ლონდონის წიგნის ბაზრობის მსგავსად, ქართველი მოღვაწის, იოანე ზოსიმეს ხელნაწერის მიხედვით მომზადდა. ფესტივალის მონაწილეებსა და სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, პარიზის „გრან პალეში“ ქართული ლიტერატურის თარგმანებს გაეცნონ და თანამედროვე ავტორებს შეხვდნენ.
მარიკა შალიკაშვილი პარიზიდან #მოამბე