საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საფრანგეთში, პარიზის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა – IFTM Top Resa-ში მონაწილეობს. მსოფლიოში ერთ-ერთ მასშტაბურ გამოფენაზე, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად წარმოდგენილია როგორც სახელმწიფო უწყებები, ასევე კერძო სექტორის 10-მდე კომპანია. საქართველოს სტენდზე გამოფენის ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ ქვეყნის ტურისტულ პროდუქტებს, მათ შორის: სამთო, საზღვაო, გამაჯანსაღებელ კურორტებს, სათავგადასავლო ტურიზმს, კულტურულ მემკვიდრეობას, ასევე ღვინისა და კულინარიულ ტურიზმს.