პარიზის საერთაშორისო ჰუმანიტარული კონფერენცია

საფრანგეთის პრეზიდენტი ღაზის სექტორში ჰუმანიტარული პაუზის დაუყოვნებლივ გამოცხადების მოწოდებით გამოვიდა. ამის შესახებ განცხადება ემანუელ მაკრონმა პარიზში მიმდინარე საერთაშორისო ჰუმანიტარულ კონფერენციაზე გააკეთა, რომლის მონაწილეები ისრაელისა და „ჰამასის“ ომის შესახებ მსჯელობენ. კონფერენციის მიზანია ღაზაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით პოზიციების შეჯერება და ჰუმანიტარული მიზნებისთვის საჭირო თანხების მობილიზება. სიტყვით გამოსვლისას საფრანგეთის პრეზიდენტმა ჰუმანიტარულ პაუზასთან ერთად, ასევე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის აუცილებლობაზე ისაუბრა.