ქართველი ოლიმპიელები უკვე პარიზში არიან, მედლების მოპოვებას 28 სპორტსმენი ცხრა დისციპლინაში შეეცდება – ესენია ჭიდაობა, ძიუდო, ძალოსნობა, ტყვიის სროლა, მძლეოსნობა, ფარიკაობა, კრივი, ცურვა და ბატუტზე ხტომა. პირველი ასპარეზობა ხვალ გაიმართება. ოლიმპიური თამაშების გამო, პარიზში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული. გახსნის ცერემონიას საქართველოს ხელისუფლების პირველი პირები დაესწრებიან.
თათია ტაბეშაძე დეტალებით.