პარიზი კვლავ მსოფლიო მოდის ეპიცენტრია. საფრანგეთის დედაქალაქში მოდის კვირეული მიმდინარეობს, სადაც სეზონი ლეგენდარული დიორის სახლის შთამბეჭდავი ჩვენებით გაიხსნა – ჯონათან ანდერსონმა ბრენდის ახალი კოლექცია წარადგინა, რომელსაც კრიტიკოსებმა ტრადიციისა და თანამედროვე ხედვის საინტერესო სინთეზი უწოდეს. მოდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კვირეული 10 მარტს დასრულდება – გრანდიოზული ფინალი კი ლუი ვიტონის ჩვენება იქნება.