პარასპორტსმენი ქალების წარმატების გზა – 28 წლის თინიკო სარალიძე მკლავჭიდში მსოფლიოს ხუთგზის და ევროპის ოთხგზის ჩემპიონია. ის თერთმეტი წელია სავარჯიშოდ ქარელიდან თბილისში დადის და პროფესიულ სპორტში ადგილის დასამკვიდრებლად თავდაუზოგავად შრომობს. პარასპორტსმენთა ნაკრების წევრი ნინო გელაძე კი 14 წლისაა და პარასპორტში მისი პირველი ნაბიჯები წარმატებული აღმოჩნდა. პარაცურვის საერთაშორისო ტურნირზე მან ფინალში იასპარეზა.
ნინო ფისაძისა და მიხეილ ჯანეზაშვილის რეპორტაჟი.