პარაპლანით მოსარგებლეებისთვის რეგულაციებზე საუბრობს მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი

საქართველოში პარაპლანით მოსარგებლეებისთვის შესაბამისი რეგულაციების დაწესების აუცილებლობაზე საუბრობს მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი. ლევან ზაუტაშვილის განცხადებით, მთიან რეგიონებში ეს ერთ-ერთი მოთხოვნადი სპორტის სახეობაა და ამ კუთხით ქვეყანაში რეგულაციების არარსებობა სხვადასხვა სახის პრობლემებს ქმნის.

გუბერნატორის ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში, ამ საკითხთან დაკავშირებით,  სპორტის სამინისტროში შეხვედრაა დაგეგმილი. ასევე, მისი განცხადებით, გამოცდილების გაზიარების მიზნით იგეგმება სპეციალისტების მოწვევა იმ ქვეყნებიდან, სადაც სპორტის ეს სახეობა კარგადაა განვითარებული. ლევან ზაუტაშვილი დაბა გუდაურში ქართველ და უკრაინელ პარაპლანისტებს შორის მომხდარ დაპირისპირების ფაქტსაც გამოეხმაურა.