პარამედიკოსების მომზადება გრძელდება

გადაუდებელ სამედიცინო შემთხვევებზე რეაგირებისთვის, პარამედიკოსების მომზადება გრძელდება. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონულ სამსახურებში განაწილდებიან და მაღალი პრიორიტეტის გამოძახებებს შეასრულებენ.

ამ დროისთვის უკვე ოთხი ჯგუფია მომზადებული. ამავდროულად, ახალი ნაკადის მიღება გრძელდება. აპლიკანტები საკონკურსო წესით შეირჩევიან, რის შემდეგაც თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას გადიან. გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში სასწრაფოს რაიონულ ცენტრებში განაწილდებიან.