პარამედიცინის საერთაშორისო დღე

პარამედიკოსთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მიხეილ სარჯველაძე საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორ ნიკოლოზ ჩიქოვანთან ერთად, რუსთავის რაიონული სამსახურის პარამედიკოსებს შეხვდა და მათ პროფესიული დღე მიულოცა.

უწყების ხელმძღვანელმა, სამედიცინო პერსონალს, სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი, ერთ-ერთი წარმატებული სამსახურია ქვეყანაში. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის რუსთავის რაიონული სამსახურში, 94 თანამშრომელია დასაქმებული, მათ შორის – 20 პარამედიკოსი.