პარალიმპიურმა კომიტეტმა 2025 წლის საუკეთესო პარასპორტსმენები გამოავლინა
საქართველოს წლის საუკეთესო პარალიმპიელები დააჯილდოვეს. პრიზები გადაეცათ საუკეთესო გუნდს, მწვრთნელს, მსოფლიოსა და ევროპის რეკორდსმენებს, საუკეთესო პარაათლეტი კაცისა და ქალის ნომინაციაში გამარჯვებულებს. საუკეთესო გუნდის ტიტული პარაძიუდოს ნაკრებს გადაეცა, მსოფლიოსა და ევროპის რეკორდებისთვის დაჯილდოვდნენ აკაკი ჯინჭარაძე და მირიან ოგნაძე. 2025 წლის საუკეთესო პარაათლეტი კაცი გიორგი ქალდანი, 2025 წლის საუკეთესო პარაათლეტი ქალი კი ნინა თიბილაშვილი გახდა.