პარალიმპიელების წარმატების გზა 

21:42, 15.03.2026

პარალიმპიური სპორტის ისტორია დიდი ბრიტანეთიდან იწყება და სათავეს მეორე მსოფლიო ომის დროს სპინალური დაზიანების მქონე ვეტერანთა სოციალურ რეაბილიტაციაზე ზრუნვით იღებს. მას შემდეგ პარასპორტმა განვითარების უმაღლეს ეტაპებს მიაღწია და მსოფლიო სპორტის მნიშვნელოვან ნაწილად იქცა. საქართველოში პარალიმპიური კომიტეტი 2003 წელს დაარსდა და ჩვენმა ქვეყანამ პარალიმპიადაზე პირველად 2008 წელს პეკინში ერთი სპორტსმენით იასპარეზა. საქართველოში ამჟამად პარასპორტის 19 სახეობაა განვითრებული, კომიტეტის მთავარ პრიორიტეტად კი პარალიმპიურ მოძრაობაში ახალგაზრდა სპორტსმენთა ჩართულობა და რეგიონებში პარასპორტის განვითარებაა დასახელებული.

დღეს გაგაცნობთ პარასპორტსმენებს შიდა ქართლიდან, რომლებმაც შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობის მიუხედავად მაღალი მიღწევების დაფიქსირება მაინც შეძლეს.

მსგავსი