პარალელური სამუშაო ჯგუფი პარლამენტში

ერთობლივი სამუშაო პროცესის ნაცვლად, პარალელური ჯგუფები: ევროპარლამენტარების მკაფიო რეკომენდაციების მიუხედავად, ოპოზიციის ნაწილმა ისევ ცალკე მუშაობა არჩია. „ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ლელო“ ევროკომისიის 12 პუნქტის შესასრულებლად ცალკე ჯგუფებს ქმნის და კანონპროექტების წერას იწყებს. პირველი შეკრება პარლამენტში დღეს გაიმართა და ის მთლიანად საკონსტიტუციო ცვლილებებს, საარჩევნო ბარიერის დაწევასა და საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს დაეთმო.

„ლელო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ არც ხელისუფლების მიერ შექმნილ სამუშაო ჯგუფებთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს, გასხვავებით ვაშაძის პარტიისგან, რომელსაც ყველაზე რადიკალური პოზიცია უკავია და „ქართული ოცნების“ მიერ წაყენებული წინაპირობების მოტივით, მათ სამუშაო ფორმატებში ჩართვას კატეგორიულად გამორიცხავს.

სამი პარტიის ცალკე მუშაობას ნეგატიური რეაქციებით ხვდება დანარჩენი პოზიცია, ფაქტს ცალსახად პოლარიზაციის გაღრმავების ხელშეწყობად აცხადებს მმართველი გუნდი.

დატოვე კომენტარი