პარალელური სამუშაო ჯგუფი პარლამენტში

ევროკომისიის რეკომენდაციებზე პარალელურად მუშაობს ოპოზიციის მეორე ნაწილიც – „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“.

მიმდინარე კვირაში კიდევ რამდენიმე შეხვედრაა ჩანიშნული. პარტიები არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ევროკომისიის 12 რეკომენდაციაზე საკუთარ მოსაზრებებს აჯერებენ. ოპოზიციის ამ ნაწილს მიაჩნია, რომ მათ მიერ დაწყებული მოქმედებები საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესს არ დააზიანებს.

სამი პარტიის ცალკე მუშაობას ნეგატიურად აფასებს მმართველი გუნდი და ოპოზიციის მეორე ნაწილი.