პარალელური დათვლის შედეგები - გამიზნული თუ უნებლიე შეცდომა?

საარჩევნო რეფორმის ჯგუფში „ისფედისარმიწვევა პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარი თემაა. მმართველი გუნდის ბრალდებების ფონზე, ამერიკის საელჩოს საარჩევნო საკითხებში ორგანიზაცია ,„სამართლიანი არჩევნების“ კომპეტენციის ხაზგასმა და მისი დაცვა კიდევ ერთხელ უწევს. თუ ხელისუფლებისთვის 2020 წლის ცნობილი საარჩევნო სკანდალი და ხმების პარალელური დათვლის დროს დაშვებული შეცდომა რევოლუციური გეგმის ნაწილია, ამერიკის ელჩისთვის უმნიშვნელო სტატისტიკური მაჩვენებელია.

დიპლომატის დღევანდელმა გზავნილებმა მმართველი გუნდი კიდევ უფრო გააღიზიანა. საელჩოს ახსენებენ, რომ 2020 წელს პარალელური დათვლისას გამოვლენილი ხარვეზი „სამართლიანმა არჩევნებმა“ თვენახევრის შემდეგ აღიარა. სწორედ ორგანიზაციის მიერ თავდაპირველად გასაჯაროებული შედეგი იყო ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი, რითაც ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების გაყალბების ბრალდებას ამყარებდა.