პარაგლაიდინგის ფედერაციის წევრთა მოთხოვნა

18:33, 29.01.2023

გუდაურში პარაპლანისტების აქცია და რამდენიმესაათიანი მოლაპარაკება ცოტა ხნის წინ დასრულდა. აქციის მონაწილეები მომდევნო კვირის ბოლომდე შესაბამისი უწყების გადაწყვეტილებას დაელოდებიან, რომ მათი მოთხოვნები შესრულდეს. მოთხოვნა კი პარაპლანით ფრენების განახლებასა და ოფიციალური ნებართვების გაცემას ითვალისწინებს. როგორც ცნობილია, რამდენიმე თვეა ქვეყანაში პარაპლანით ფრენა აკრძალულია, დაწესებულია შეზღუდვები. სწორედ ამ საკითხებზე ესაუბრნენ პარაპლანისტები მხარის გუბერნატორს და მათი მოთხოვნები გააცნეს. შეგახსენებთ, რომ ფრენის აკრძალვის გადაწყვეტილება მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც გუდაურში ჩამოვარდნილი პარაპლანისტის და მისი თანმხლები პირის სამაშველო ოპერაციის დროს, ვერტმფრენი ჩამოვარდა და ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა.

 

მსგავსი