თბილისში, დღეს პარაძიუდოში მსოფლიო თასის გათამაშება დაიწყო, სადაც ქართველმა პარასპორტსმენებმა ოთხი მედალი მოიპოვეს.
J2-ის 70 კგ წონით კატეგორიაში ქართული ფინალი გაიმართა. გიორგი ქალდანმა ზურაბ ზურაბიანი დაამარცხა. ჩვენს ნაკრებს ტურნირზე მეორე ოქროს მედალი საბა ბაღდავაძემ მოუტანა – ქართველმა პარასპორტსმენმა ფინალში თურქ მოწინააღმდეგეს სძლია. ბაჩუკი შელია კი შეჯიბრებაზე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. პარიზის პარალიმპიური თამაშების შემდეგ, თბილისის მსოფლიო თასი პარალიმპიადის პირველი საკვალიფიკაციო ტურნირია, რომელიც საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის ორგანიზებით, საქართველოს სპორტის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით ტარდება.