პაპუნა უგრეხელიძის განცხადება

პაპუნა უგრეხელიძე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის პოსტიდან გათავისუფლებულია.

მინისტრმა თავად უგრეხელიძის მიმართვა დააკმაყოფილა. სექსუალურ შევიწროვებაში დადანაშაულებული უკვე ყოფილი მაღალჩინოსანი ბრალდებებზე პირველ განცხადებას აკეთებს და შურისძიების მოტივზე საუბრობს. ვრცელ განცხადებაში უგრეხელიძე ბრალდებებს აფსურდულს უწოდებს და მათ სამსახურიდან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ბეჟაშვილის ცოლის ძმის გათავისუფლებას უკავშირებს, რომლის მეუღლეც უგრეხელიძეს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. უგრეხელიძე სიმართლის დადგენას სასამართლოს მეშვეობით გეგმავს და რეესტრის ყოფილი თანამშრომლის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს.

საკუთარ ბრადბებზე დღეს პირველი სატელევიზიო კომენტარი გააკეთა ეკა მესხიძემაც.