პაპუაშვილის ვიზიტი ირლანდიაში

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დუბლინში დღეს დილიდან ორმხრივ შეხვედრებს მართავს.

შალვა პაპუაშვილი ქართულ დელეგაციასთან ერთად უკვე შეხვდა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, ევროსაბჭოს გენერალურ მდივანსა და ესტონეთის პარლამენტის თავმჯდომარეს. შალვა პაპუაშვილი ორმხრივი შეხვედრების პარალელურად, ირლანდიაში ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეების კონფერენციაში მონაწილეობს. დღის განმავლობაში ღონისძიებაზე იგეგმება შალვა პაპუაშვილის სიტყვით გამოსვლა. უკვე გაიმართა რამდენიმე შეხვედრა საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელ პირებთან.