პაპუაშვილი მსოფლიო საპარლამენტო კავშირის სპიკერების კონფერენციაზე

ჟენევა მსოფლიო საპარლამენტო კავშირის სპიკერების კონფერენციას მასპინძლობს. ამ ფორმატში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციაც მონაწილეობს. ქართულ დელეგაციას პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს. შალვა პაპუაშვილი კონფერენციის ფარგლებში, გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოვა. გაიმართება ორმხრივი შეხვედრებიც. კონფერენციასა და შეხვედრებში მონაწილეობას პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძეც მიიღებს.