ომი, ოკუპაცია, მშვიდობა და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა – ეს ის თემებია, რომელზეც ჟენევაში, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა. შალვა პაპუაშვილი სიტყვით გამოვიდა პარლამენტის თავმჯდომარეთა მეექვსე მსოფლიო კონფერენციის გენერალურ დებატებზე. აქცენტი გააკეთა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და სამოქალაქო სექტორის მუშაობაზე. შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველო იმ ერებს შორისაა, რომელთა დემოკრატიაც უცხოური პოლიტიკური ჩარევით დაზარალდა.
თეონა მანაგაძე ჟენევიდან.