რომის პაპი ფრანცისკე საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ საჯაროდ პირველად გამოჩნდა. პაპმა, წმინდა პეტრეს მოედანზე, წირვის დასასრულს ხალხს მიმართა. მან მრევლს მადლობა გადაუხადა და ბედნიერი კვირა უსურვა. შეგახსენებთ, 88 წლის რომის პაპი მძიმე პნევმონიით რომის საავადმყოფოში 14 თებერვალს შეიყვანეს. მისი მდგომარეობა რამდენჯერმე დამძიმდა. ხუთკვირიანი მკურნალობის შემდეგ კი ის საავადმყოფოდან გაწერეს.