პაპილომა ვირუსით გამოწვეული ონკოლოგიური დაავადებების მაჩვენებელი მაღალ ნიშნულზე რჩება.
ოფიციალური მონაცემებით, საშვილოსნოს ყელის კიბო საქართველოში ყველაზე გავრცელებული სიმსივნეების ჩამონათვალშია. სტატისტიკის შემცირების ერთადერთ გზად ადრეული დიაგნოსტირება და ვაქცინაცია სახელდება. ქვეყანაში პაპილომა ვირუსებზე აცრები 10 წლის ასაკიდან არის დასაშვები როგორც გოგონების, ასევე ბიჭებისთვის. თუმცა ვაქცინაციაზე მიმართვიანობა საკმაოდ დაბალია. ცოტა ხნის წინ საქართველოში ახალი, 9-კომპონენტიანი ვაქცინა შემოიტანეს, რომელიც აცრილ ადამიანს სქესობრივი გზით გადამდები პაპილომა ვირუსის უფრო მეტი შტამისგან იცავს.