პაპი ლეო XIV - საინაუგურაციო მესა

დღეს ვატიკანში რომის ახალი პაპის, ლეო XIV-ის ინაუგურაცია გაიმართა. ოფიციალური ცერემონია ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. ღონისძიებას სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები ესწრებოდნენ, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტიც.

ახალი პაპი კონკლავმა 8 მაისს აირჩია. ამერიკელი რობერტ პრევოსტი აშშ-ის პირველი წარმომადგენელია, რომელიც სათავეში ჩაუდგა რომის კათოლიკურ ეკლესიას –  დეტალებს მარიამ ბერძენიშვილი გვეტყვის, რომელიც ვატიკანში იმყოფება.