პაპი ლეო XIV-ის ინაუგურაცია

საქართველოს პრეზიდენტი ხვალ რომის ახალ პაპს შეხვდება. ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა ლეო XIV-ის ინაუგურაციის ცერემონიის შემდეგ განაცხადა. ვატიკანში წმინდა პეტრეს მოედანზე ღონისძიებას დღეს ქართულ დელეგაციასთან ერთად, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები ესწრებოდნენ.

ახალი პაპი კონკლავმა 8 მაისს აირჩია. ამერიკელი რობერტ პრევოსტი აშშ-ის პირველი წარმომადგენელია, რომელიც სათავეში ჩაუდგა რომის კათოლიკურ ეკლესიას.

მარიამ ბერძენიშვილი ვატიკანიდან მოამბის ეთერში.