„პანორამა თბილისის“ მშენებლობაზე დაშავებული მუშების განცხადება

ორი დღის წინ, თბილისში, თავისუფლების მოედანზე, კომპლექს „პანორამა თბილისის“ მშენებლობაზე დაშავებული ორი მუშა მომხდარზე ბრალეულობას საკუთარ თავზე იღებს. დაშავებულების თქმით, ისინი მუდმივად იყენებდნენ დამცავ საშუალებებს, თუმცა შემთხვევის დღეს ეს დაბალ სიმაღლეზე შესასრულებელი სამუშაოს გამო არ გააკეთეს. ობიექტზე დამცავი საშუალებების არსებობის შესახებ საუბრობს დამსაქმებელი კომპანიის დირექტორიც.

შეგახსენებთ, პროექტ „პანორამა თბილისის“ მშენებლობაზე სამი მუშა სიმაღლიდან ვარდნის შედეგად ორი დღის წინ დაშავდა.