პანკისში სპეცოპერაციისას ერთი პირის დაჭრის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო
დუისში სპეცოპერაციისას დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის დაზიანებასთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.
გამოძიება სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე მიმდინარეობს. როგორც უწყებაში ამბობენ, ტარდება გადაუდებელი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები.