პანკისში დაშავებული პოლიციელები გამოკითხვაზე გადაიყვანეს

პანკისში გუშინდელი დაპირისპირების შედეგად დაშავებული პოლიციის ერთი თანამშრომელი თელავის რეფერალური საავადმყოფოდან რეანომობილით თბილისში გადმოიყვანეს.

სტაციონარის დატოვების შემდეგ, 14 პოლიციელი სპეციალური ავტობუსით კახეთის პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე გადაიყვანეს.

თელავის რეფერალური საავადმყოფოს მენეჯერის განცხადებით, თბილისის კლინიკაში პოლიციელის გადაყვანის გადაწყვეტილება ტომოგრაფიული კვლევის ჩატარების შემდეგ მიიღეს.