პანკისში ახალგაზრდა მამაკაცი ხრამში გადავარდნის შედეგად გარდაიცვალა

უბედური შემთხვევა მოხდა პანკისში. ხეობიდან 10 კილომეტრის მოშორებით, 30 წლამდე მამაკაცი, რომელიც მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, ხრამში გადავარდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველები ცხედრის ამოყვანას რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ.

გარდაცვლილი მამაკაცი პროზექტურაში გადაასვენეს.