პანკისის სპეცოპერაციისას დაჭრილის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულად მძიმეა

პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ კრიტიკულად მძიმეა. 19 წლის ახალგაზრდა მართვით სუნთქვაზე რჩება.

თემირლან მაჩალიკაშვილი 26 დეკემბერს, სოფელ დუისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაჭრეს. მას ოპერაცია ჯერ თელავის საავადმყოფოში ჩაუტარდა. შემდეგ მაჩალიკაშვილი თბილისში მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკაში  გადმოიყვანეს.

19 წლის ახალგაზრდის ოჯახი მედიკოსების მოწვევას უცხოეთიდანაც გეგმავენ. ასევე მაჩალიკაშვილის ახლობლები დროული და ობიექტური გამოძიების ჩატარებას ითხოვენ.