პანკისის ხეობის პედაგოგებისთვის ორდღიანი სემინარი გაიხსნა

18:27, 20.12.2018

პანკისის ხეობის პედაგოგებისთვის, ევროკავშირის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, ორდღიანი სემინარი გაიხსნა.

ღონისძიების ფარგლებში პანკისის ხეობის საჯარო სკოლის 20 პედაგოგი და დირექტორი შეირჩა. ისინი დღეს და ხვალ გაეცნობიან ნატო-სა და ევროკავშირის ისტორიას, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობას და ასოცირების შეთანხმების საკითხებს.

საინფორმაციო შეხვედრა შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში იმართება.

პროგრამის მეორე ეტაპზე ოცივე პედაგოგი სასწავლო ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრება.

მსგავსი