პანკისის ხეობაში არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს

პანკისის ხეობაში, სოფელ ომალოს 24-ე საარჩევნო უბანზე, ხმის მისაცემად ბატკანთან ერთად მისულმა ერთ-ერთმა ამომრჩეველმა კომისიის წევრებს კექსი და ყვავილები მიართვა და საარჩევნო უბანზე მყოფებს ლექსიც წაუკითხა. როგორც მან განაცხადა, ამ ქმედებით საარჩევნო უბანზე მომუშავე ადამიანების მიმართ პატივისცემა გამოხატა და ამას ტრადიციულად ყოველ არჩევნებზე აკეთებს. უბნის კომისიის თავმჯდომარემ კი აღნიშნა, რომ მისთვის ეს ფაქტი მოულოდნელი იყო.

პანკისის ხეობის ხალაწნის თემში მაჟორიტარული ოლქი ხუთ სოფელს მოიცავს, ზემო, ქვემო და შუა ხალწანს, ასევე დუმასტურსა და ომალოს.

ორ საარჩევნო უბანზე 1220 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

დატოვე კომენტარი