ჟურნალ „დიპლომატის“ პანელური დისკუსია

დღეს, ჟურნალ „დიპლომატის“ პანელური დისკუსიების მორიგი სესია გაიმართა. პირველი საკითხი ევროპას ეხებოდა, ხოლო ძირითადი ნაწილი, ევროსაბჭოს თემას მიეძღვნა, სადაც რუსეთის დაბრუნების საკითხი განიხილეს.  მხარეებმა აღნიშნეს, რომ საქართველომ თავის პოზიცია თავიდანვე დააფიქსირა და მან აღნიშნული ფაქტი ნეგატიურად შეაფასა.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, აღნიშნა, რომ წელს საქართველოს თავმჯდომარეობის რიგია და ქვეყანა საკუთარი ინტერესების გატარებას მაშინ შეძლებს. ღონისძიებას ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი კრისტიან ურსე და სტუდენტები დაესწრნენ.