პანდემიური ეკონომიკა - ცვლილებები სახელმწიფო ბიუჯეტში 

პანდემიის მართვის გამო ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება ეზრდება.

ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა. სწორედ „კოვიდ-19“-ის სწრაფი გავრცელების ფონზე გაზრდილი ხარჯები გახდა ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის კორექტირების ერთ-ერთი ფაქტორი. ჯანდაცვის ხარჯების დასაფარად დამატებით 446 მილიონი ლარი გამოიყო. ბიუჯეტის გადახედვის მთავარი მიზეზი კი ბოლო თვეებში გაუმჯობესებული ეკონომიკური მაჩვენებლებია. თუ წლის დასაწყისში დოკუმენტი 4.3%-იან ეკონომიკურ ზრდაზე იყო დაგეგმილი, ახლა ეს პროგნოზი 7.7%-ს შეადგენს. ცვლილებების განხილვას ოპოზიციის ნაწილი საერთოდ არ დასწრებია. ხელისუფლების ოპონენტები მთავარ ფინანსურ დოკუმენტში შეტანილ კორექტივებს მოახლოებულ არჩევნებს უკავშირებენ.