პანდემიის მიუხედავად, ბათუმი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და პოპულარულ ფესტივალს უმასპინძლებს, კონცერტები რეკომენდაციების დაცვით გაიმართება - ქართველი შემსრულებლები ცნობილი ჰიტებით და სპეციალურად ფესტივალისთვის შექმნილი პროგრამით „შავი ზღვის ჯაზფესტივალზე“
კოვიდპანდემიის მიუხედავად, 21-23 აგვისტოს, ბათუმი ტრადიციულად, „შავი ზღვის ჯაზფესტივალს“ უმასპინძლებს. რიგით მე-14 ფესტივალზე მხოლოდ ქართველი მუსიკოსები იქნებიან წარმოდგენილი.
ფესტივალს 21 აგვისტოს გიორგი მიქაძის პროექტი გახსნის. 23 აგვისტოს კი ჯაზფესტივალს „იანგ ჯორჯიან ლოლიტაზი“ და ჯგუფი „მოკუ მოკუ“ დახურავენ. უფრო ვრცლად, რას მოიცავს წლევანდელი პროგრამა – თათია ბუხრაშვილი გიამბობთ.